Saturday, January 19, 2013

გონებრივი ჩამორჩენილობა






გონებრივი ჩამორჩენილობა ფსიქიკური განვითარების დარღვევის ფორმაა.იგი აღმოცენდება ადრეულ ასაკში და ადამიანის ფსიქიკურ განვითარებასა და ჩვევების ჩამოყალიბებაზე მთელი ცხოვრება ახდენს გავლენას.
განმარტება 
ამერიკის გონებრივი ჩამორჩენილობის ასოციაციის(AAMR) განმარტების მიხედვით გონებრივი ჩამორჩენილობა არის მნიშვნელოვანი გადახრა ზოგადი ინტელექტუალური ფუნქციონირების დონიდან, რომელიც ადაპტაციური ქცევის დეფიციტს უკავშირდება და ვლინდება ადამიანის განვითარების პერიოდში.ამ დროს ინტელექტის კოეფიციენტი არის ნორმაზე საგრძნობლად დაბალი.გონებრივ ჩამორჩენილობაზე მსჯელობა შესაძლებელია,თუ IQ 70-ზე დაბალია. "ადაპტური ქცევის დეფიციტი" ნიშნავს მომწიფებაში მნიშვნელოვან ჩამორჩენას და სწავლაში,პიროვნულ დამოუკიდებლობასა და სოციალურ პასუხისმგებლობაში შეზღუდვებს. გონებრივი ჩამორჩენილობა ხასიათდება ინტელექტუალური უნარების დაქვეითებით და ადაპტაციური უნარების ორ ან მეტ სფეროში დარღვევით. გონებრივი ჩამორჩენილობა სხვადასხვა ხარისხისაა,იგი დამოკიდებულია განვითარების დარღვევის ხარისხზე,რაც ვლინდება შემეცნებითი,ემოციური და ნებელობითი სფეროს განვითარების დონის ასაკობრივ ნორმასთან შედარებით.გონებრივი ჩამორჩენილობის კლასიფიკაცი ხორციელდება ინდივიდის შესაძლებლობების,მისი ძლიერი და სუსტი მხარეების,მისი გარემოსთან შეგუების ხარისხის მიხედვით,შესაბამისად,გონებრივი ჩამორჩენილობის ხარისხი განისაზღვრება იმის მიხედვით, რა დონის დახმარება ესაჭიროება პიროვნებას, რამდენად დამოუკიდებელია იგი. გამოყოფენ დახმარების 4 დონეს: 1.დროებითი: არ ესაჭიროება მუდმივი დახმარება,მაგრამ შეიძლება დასჭირდეს დროებითი მხარდაჭერა გარკვეულ შემთხვევებში. 2.შეზღუდული: პერიოდულად ესაჭიროება გარკვეული სახის დახმარება. 3.ექსტენსიური: ესაჭიროება ყოველდღიური დახმარება ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში. 4.ყოვლისმომცველი: მოითხოვს მუდმივ,ინტენსიურ დახმარებას ცხოვრების ყველა ასპექტში.
გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები
საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბალი გონებრივი ფუნქციონირება,ტესტირების დროს ინტელექტის მა ცვენებელი 70-ზე დაბალია.ადაპტაციური ფუნქციონირების თანმხლები დარღვევები შემდეგი ორი ან მეტი სფეროდან:
კომუნიკაცია
თავის მოვლა
სახლის მოვლა
სოციალური ინტერპერსონალური ჩვევები
საზოგადოებრივი ურთიერთობის ჩვევები
თვითმართვა
აკადემიური ჩვევები
შრომითი საქმიანობა
დასვენება
ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

გონებრივი ჩამორჩენილობა იწვევს შეზღუდვებს ყოველდღიურ საქმიანობაში.იგი ხასიათდება:საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბალი ინტელექტით
თანმხლები შეზღუდვებით ადაპტაციურ ჩვევებში შემდეგი ორი ან მეტი სფეროდან:
კომუნიკაცია
თვითმომსახურება
სახლის მოვლა
სოციალური ჩვევები
საზოგადოებრივი ურთიერთობის ჩვევები
თვითრეგულაცია
აკადემიური ფუნქციონალური ჩვევები
ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
შრომითი საქმიანობა
დასვენება
გონებრივი ჩამორჩენილობა ვლინდება 18 წლამდე. 

გჩ შეფასება 
გონებრივი ჩამორჩენილობის შეფასება უნდა მოხდეს შემდეგი 4 განზომილების მიხედვით:პირველი განზომილებით პიროვნების მდგომარეობის შეფასება ხდება IQ ტესტებითა და ადაპტაციური ქცევის შეფასები სკალებით.თუ IQ 70-ზე დაბალია,ადაპტაციური ქცევის 2-ზე მეტ სფეროშია დარღვევები,მათი დაწყების ასაკი კი 18 წლამდეა,ამ შემთხვევაში სახეზეა გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები.

შეფასების ტესტები: ჩვილობის ასაკში გამოიყენება ბეილის სკალები(1-დან 42 თვის ასაკის ბავშვებისთვის);

გრიფიტსის ფსიქიკური განვითარების სკალები(1 თვიდან 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის);

5 წლამდე ასაკის ბავშვებთან გამოიყენება ბავშვთა უნარების მაკარტის სკალები,კაუფმანის ბავშვების შესაფასებელი ბატარეა,ვექსლერის სკოლამდელი ასაკის ბავშვების ინტელექტის სკალა. 5 წლის ზემოთ გამოიყენება ბრიტანული უნარების სკალები,სტენდფორდ-ბინეს ტესტი, ვექსლერის ინტელექტის სკალა მოზრდილებისთვის

მეორე განზომილების მიხედვით უნდა შეფასდეს ბავშვის ქცევა სხვადასხვა სიტუაციაში და ემოციური სფეროს სუსტი და ძლიერი მხარეები.ახლობლების ინტერვიუებისა და დაკვირვების გარდა იყენებენ პიროვნული ადაპტაციური ქცევის შესაფასებელ სტანდარტიზირებულ სკალებს.ყველაზე ფართოდ გამოიყენება ადაპტაციური ქცევის სკალები,ვაინლენდის ადაპტაციური ქცევის სკალები,ბრუნინქსის დამოუკიდებელი სოციალური ქცევის სკალები.

მესამე განზომილებით ფასდება პიროვნული ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა და პათოლოგიური მდგომარეობის ეტიოლოგიური ფაქტორები.

მეოთხე განზომილებაზე უნდა შეფასდეს პიროვნების ოჯახური და სასკოლო გარემო.მნიშვნელოვანია ოჯახში და სკოლაში შემდეგი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება: ნორმალურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის მოთხოვნილება,ასაკისთვის შესაფერისი დამოუკიდებელი ფუნქციონირებისთვის საჭირო ჩვევების განვითარების მოთხოვნილება.
დახმარება
გონებრივი ჩამორჩენილობა ქრონიკული მდგომარეობაა,რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში თან ახლავს ადამიანს.მისი განკურნება და სრულიად გამოჯანმრთელება შეუძლებელია, მაგრამ ინტერვენციის შედეგად მისი მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესება შესაძლებელია. გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვს ესაჭიროება როგორც მედიკამენტური მკურნალობა, ასევე ქცევითი თერაპია, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, სამკურნალო-პედაგოგიური ღონისძიებების გატარება. გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვისთვის და მათი ოჯახებისთვის ინტერვენციის პროგრამების მოიცავს შემდეგ ხუთ სფეროს:
ფსიქოლოგიური განათლება;
ადეკვატური მხარდაჭერისა და პერიოდული შეფასების ორგანიზაცია;
ბავშვის ყოველდღიური ჩვევების ტრენინგის უზრუნველყოფა;
კონსულტაციები მძიმე ქცევითი დარღვევების დაძლევის მიზნით;
კონსულტაციები პიროვნების ცხოვრებაში ცვლილებებთან დაკავშირებით,ოჯახის მხარდაჭერა და კონსულტაციები დარდის დასაძლევად.

ფსიქოლოგიური განათლების მიზანია ოჯახის წევრების დახმარება ბავშელ პროგრამებს,მათთვის დიაგნოზისა და მისგან გამომდინარე შედეგების მიღებაში.ადეკვატური დახმარების ორგანიზაცია ხორციელდება მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ.ყოველდღიური ჩვევების ტრენინგი გულისხმობს ძალზე სტრუქტურირებული და დანაწევრებული აქტივობების შემცველ პროგრამებს.მათი მეშვეობით მშობლებს ასწავლიან ბავშვებისათვის სხვადასხვა ჩვევების ათვისების საშუალებებს. თვითსაზიანო,აგრესიული,დესტრუქციული ქცევების შეფასება უნდა მოხდეს იმ ფაქტორებსი გამოვლენის კონტექსტში, რომლების ამ ქცევას განამტკიცებენ,შემდეგ კი უნდა მოხდეს შესაბამისი პროგრამის შემუშავება.

http://archive.webmix.ge/icc/mentret.html

No comments:

Post a Comment