Saturday, January 19, 2013

აუტიზმი


აუტიზმი კლასიფიცირდება, როგორც ნეიროგანვითარების ფუნქციის დარღვევა, რომელიც გამოიხატება ხაზგასმული არაადექვატური სოციალური ინტერაქციით, კომუნიკაციის დარღვევებითა და ინტერესთა და ქცევის მანერათა სპეციფიური სერიით.

მიუხედავად იმისა, რომ აუტიზმის სპეციფიური ეტიოლოგია უცნობია, მრავალი მკვლევარი ეჭვობს, რომ აუტიზმი გენეტიკურად განპირობებული სისუსტეა გარემოს ხასიათობრივი ცვლილებების მიმართ.
რა არის აუტიზმი ნიჭი, ავადმყოფობა თუ წყევლა?!

რა არის აუტიზმი ნიჭი, ავადმყოფობა თუ წყევლა?!

აუტიზმი ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია,
რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ვერბალური და არაველბალური კომუნიკაციის დამყარების,
სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებზე.
ბავშვს პრობლემები აქვს სოციალურ განვითარებაში, კომუნიკაციაში, მეტყველებაში, ქცევაში, განსაკუთრებით კი წარმოსახვით თანაშში.
პირველად აუტიზმი 1943 წელს აღწერეს და გამოყოფდნენ შემდეგ ნიშნებს:

1.სოციალური ურთიერთობის დამყარების უუნარობა
2.კომუნიკაციის მიზნით მეტყველების გამოყენების შეუძლებლობა
3.ცვლილებებისადმი ძლიერი რეზისტენტობასაგნებით გატაცება
4.ამ მახასიათებლების გამომჟღავნება 30 თვის ასაკამდე

აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევს მთელი ცხოვრების მანძილზე.
ყველაზე ძლიერ ფორმას ახასიათებს გარემოსთან კონტაქტის შეუძლებლობა,თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობის დამყარების შეუძლებლობა, უჩვეულო თვითდამაზიანებელი და აგრესიული ქცევა, შიშები.აუტიზმის ყველაზე სუსტი ფორმა ჰგავს პიროვნულ აშლილობას, დასწავლის უნარის დარღვევას.ასეთ ბავშვებს იშვიათად თუ შეუძლიათ იცხოვრონ მშობლების ზრუნვის,თერაპიული ინტერვენციისა და ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციის ან მკურნალობის გარეშე.აუტიზმის მქონე პირს პირველ რიგში, გარემოსთან კონტაქტის დამყარების პრობლემა აქვს.ასეთი ბავშვი ყურადღებას არ აქცევს ოჯახის წევრებს, თითქოს ვერ ამჩნევს მათ,ის არ თამაშობს სხვა ბავშვებთან, უჭირს საკუთარი აზრების, ემოციაბის სხვებისთვის გაზიარება.მათთვის მეტყველება კომუნიკაციის საშუალებას არ წარმოადგენს, ისინი ხშირად უცნაურ მეტაფორებს ხმარობენაქვთ მონოტრონური ხმა, ან გაწელილი, წამღერებითი ინტონაცია.საკუთარ თავზე ისინი ლაპარაკობენ მესამე პირში.აუტიზმით დაავადებული ბავშვები ხშირად არ რეაგირებენ საკუთარ სახელზე,
ისინი ერიდებიან და არ უყურებენ სხვა ადამიანებს,
ასევე ერიდებიან პირდაპირ მზერას,
ხშირად ეწინააღმდეგებიან ხელში აყვანას,
არ პასუხობენ სხვის ემოციებს,
ნაკლებად შედიან კონტაქტში ოჯახის წევრებთან,
შეიმჩნევა გულგრილობა ახლობლების მიმართ.
გარემო მათთვის უსიამოვნო შეგრძნებების და უარყოფითი ემოციების მომგვრელია,
განსაკუთრებით გამაღიზიანებელია ადამიანის სახე, სწორედ ამიტომ გაურბიან პირდაპირ მზერას.
ბავშვი არჩევს საჭმლის ფაქტურას და გემოს, არ ჭამს გარკვეული ტიპის საჭმელს, მაგრამ შეუძლია პირში ჩაიდოს და შეჭამოს : ქაღალდი, ფოთლები.
მუდმივი სენსორული დისკომფორტის ფონზე მათ აღენიშნებათ თვითსტიმულაცია (ტანის ქანაობა, ხტუნვა, ტრიალი) სწორედ თვითსტიმულაციის საშუალებით ცდილობს ის შფოთვის და უსიამოვნო გარემოს მიერ გამოწვეული უარყოფითი ემოციების დაძლევას და დადებითი ემოციური მდგომარეობის მიღწევას.

ასეთ ბავშვებს ხშირად აქვთ ხატვის, მუსიკის, ანგარიშის, მათემატიკის, ფაქტების დამახსოვრების, მხედველობითი გარჩევის და ა.შ.გაძლიერებული უნარი.

ახალი გარემო მათთვის უარყოფითი ემოციის და შიშის წყაროა.
აუტიზმის მქონე ბავშვები ხშირად დადიან ერთი და იმავე გზით, ერთნაირი თანმიმდევრობით იცვამენ…
ჩვეულებრივი საგნები და მოვლენები, შესაძლოა ძლიერი შიშის აღმოცენების მიზეზი იყოს, ასევე შიშს იწვევს ახალი სიტუაცია, ახალი საგნები.
აუტისტური შიშები ამახინჯებს გარემოს აღქმას.
სათამაშოებზე მეტად მათთვის მიმზიდველია სხვადასხვა მასალა, მაგალითად : ბოთლები, ღილები, თავსახურები.
 ხშირად იზიდავს საგნის რაიმე თვისება : ტრიალი, ნახვრეტი, ბრჭყვიალი, ფერი…აუტიზმი ბიჭებში ოთხჯერ უფრო ხშირია ვიდრე, გოგოებში.

რა არის დაავადების მიზეზი?
უკანასკნელ ხანს აუტიზმს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, რაც მისი გახშირებით აიხსნება, დაავადებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ოჰაიოს შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ორსულებს, რომლებმაც ორსულობის 24-28-ე კვირას გადაიტანეს ძლიერი სტრესი (მაგალითად, ახლობლის სიკვდილი, სამსახურიდან დათხოვნა ან ძლიერი შიში), დიდი შანსი აქვთ, აუტიზმით დაავადებული შვილები გაუჩნდეთ. სტრესი – აი ამ დაავადების გამომწვევი უხშირესი მიზეზი.

როგორ მკურნალობენ?
მკურნალობა კომპლექსურია და მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება. აუტიზმით დაავადებული არ იკურნება, მაგრამ სწავლობს, იყოს დამოუკიდებელი, საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ითვისებს სოციალური ადაპტაციის ჩვევებს. თერაპია მოიცავს დამამშვიდებელ საშუალებებს, დიეტას, ფსიქოსოციოლოგიურ მეთოდებს, აუდიოვოკალურ ტრეინინგებს. აუცილებელია მუდმივი სპეციალური სამკურნალო ფიზკულტურა, რათა ბავშვი სწორად ფლობდეს თავის სხეულს. მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი რგოლია აუტიზმით დაავადებული ბავშვების ოჯახების ურთიერთობა გამოცდილების გაზიარების მიზნით. ეს მათ ყოველდღიური მრავალრიცხოვანი ყოფითი პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. აუტიზმი ფსიქიკის დარღვევაა, აქვს ფართო სპექტრი და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სხვადასხვანაირად ვლინდება. აუტიზმით დაავადებულ ყველა ბავშვს როდი ეტყობა მისი ფიზიკური ნიშნები; დაავადება უმეტესად ქცევითი ცვლილებებით მჟღავნდება. მშობლებს დიდი ყურადღება და დაკვირვება მოეთხოვებათ, რათა უმნიშვნელო გადახრაც კი დროულად შეამჩნიონ.

archive.webmix.ge


No comments:

Post a Comment