Monday, January 21, 2013

უსარგებლო პანდუსები


ყველაზე დიდ პრობლემას შშმ პირებისთვის წარმოადგენს გარემო, რომელიც ან საერთოდ არ არის ადაპტირებული მათთვის ან არის, თუმცა მხოლოდ იმიტომ რომ თვალმა დაინახოს რადგან შშმ პირებისათვის გამოუყენებელი ან ძნელად სასარგებლოა.

ეტლით მოსარგებლეთა კალათბურთი



ეტლით მოსარგებლეთა კალათბურთი!

ინვალიდი მკერავი


თვითრეალიზაციისა და მონდომების კიდევ ერთი მაგალითი!

The Butterfly Circus



ნებისმიერ ადამიანს აქვს თვითრეალიზაციის უფლება. უფლება იმისა რომ გამოამჟღავნოს თავისი თავი,იმიტომ რომ იგი მაშინ გრძნობს თავს ბედნიერად როცა მოქმედებს .
სწორედ ამაზეა ეს არაჩვეულებრივი ფილმი.

Saturday, January 19, 2013

გონებრივი ჩამორჩენილობა






გონებრივი ჩამორჩენილობა ფსიქიკური განვითარების დარღვევის ფორმაა.იგი აღმოცენდება ადრეულ ასაკში და ადამიანის ფსიქიკურ განვითარებასა და ჩვევების ჩამოყალიბებაზე მთელი ცხოვრება ახდენს გავლენას.
განმარტება 
ამერიკის გონებრივი ჩამორჩენილობის ასოციაციის(AAMR) განმარტების მიხედვით გონებრივი ჩამორჩენილობა არის მნიშვნელოვანი გადახრა ზოგადი ინტელექტუალური ფუნქციონირების დონიდან, რომელიც ადაპტაციური ქცევის დეფიციტს უკავშირდება და ვლინდება ადამიანის განვითარების პერიოდში.ამ დროს ინტელექტის კოეფიციენტი არის ნორმაზე საგრძნობლად დაბალი.გონებრივ ჩამორჩენილობაზე მსჯელობა შესაძლებელია,თუ IQ 70-ზე დაბალია. "ადაპტური ქცევის დეფიციტი" ნიშნავს მომწიფებაში მნიშვნელოვან ჩამორჩენას და სწავლაში,პიროვნულ დამოუკიდებლობასა და სოციალურ პასუხისმგებლობაში შეზღუდვებს. გონებრივი ჩამორჩენილობა ხასიათდება ინტელექტუალური უნარების დაქვეითებით და ადაპტაციური უნარების ორ ან მეტ სფეროში დარღვევით. გონებრივი ჩამორჩენილობა სხვადასხვა ხარისხისაა,იგი დამოკიდებულია განვითარების დარღვევის ხარისხზე,რაც ვლინდება შემეცნებითი,ემოციური და ნებელობითი სფეროს განვითარების დონის ასაკობრივ ნორმასთან შედარებით.გონებრივი ჩამორჩენილობის კლასიფიკაცი ხორციელდება ინდივიდის შესაძლებლობების,მისი ძლიერი და სუსტი მხარეების,მისი გარემოსთან შეგუების ხარისხის მიხედვით,შესაბამისად,გონებრივი ჩამორჩენილობის ხარისხი განისაზღვრება იმის მიხედვით, რა დონის დახმარება ესაჭიროება პიროვნებას, რამდენად დამოუკიდებელია იგი. გამოყოფენ დახმარების 4 დონეს: 1.დროებითი: არ ესაჭიროება მუდმივი დახმარება,მაგრამ შეიძლება დასჭირდეს დროებითი მხარდაჭერა გარკვეულ შემთხვევებში. 2.შეზღუდული: პერიოდულად ესაჭიროება გარკვეული სახის დახმარება. 3.ექსტენსიური: ესაჭიროება ყოველდღიური დახმარება ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში. 4.ყოვლისმომცველი: მოითხოვს მუდმივ,ინტენსიურ დახმარებას ცხოვრების ყველა ასპექტში.
გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები
საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბალი გონებრივი ფუნქციონირება,ტესტირების დროს ინტელექტის მა ცვენებელი 70-ზე დაბალია.ადაპტაციური ფუნქციონირების თანმხლები დარღვევები შემდეგი ორი ან მეტი სფეროდან:
კომუნიკაცია
თავის მოვლა
სახლის მოვლა
სოციალური ინტერპერსონალური ჩვევები
საზოგადოებრივი ურთიერთობის ჩვევები
თვითმართვა
აკადემიური ჩვევები
შრომითი საქმიანობა
დასვენება
ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

გონებრივი ჩამორჩენილობა იწვევს შეზღუდვებს ყოველდღიურ საქმიანობაში.იგი ხასიათდება:საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბალი ინტელექტით
თანმხლები შეზღუდვებით ადაპტაციურ ჩვევებში შემდეგი ორი ან მეტი სფეროდან:
კომუნიკაცია
თვითმომსახურება
სახლის მოვლა
სოციალური ჩვევები
საზოგადოებრივი ურთიერთობის ჩვევები
თვითრეგულაცია
აკადემიური ფუნქციონალური ჩვევები
ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
შრომითი საქმიანობა
დასვენება
გონებრივი ჩამორჩენილობა ვლინდება 18 წლამდე. 

გჩ შეფასება 
გონებრივი ჩამორჩენილობის შეფასება უნდა მოხდეს შემდეგი 4 განზომილების მიხედვით:პირველი განზომილებით პიროვნების მდგომარეობის შეფასება ხდება IQ ტესტებითა და ადაპტაციური ქცევის შეფასები სკალებით.თუ IQ 70-ზე დაბალია,ადაპტაციური ქცევის 2-ზე მეტ სფეროშია დარღვევები,მათი დაწყების ასაკი კი 18 წლამდეა,ამ შემთხვევაში სახეზეა გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები.

შეფასების ტესტები: ჩვილობის ასაკში გამოიყენება ბეილის სკალები(1-დან 42 თვის ასაკის ბავშვებისთვის);

გრიფიტსის ფსიქიკური განვითარების სკალები(1 თვიდან 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის);

5 წლამდე ასაკის ბავშვებთან გამოიყენება ბავშვთა უნარების მაკარტის სკალები,კაუფმანის ბავშვების შესაფასებელი ბატარეა,ვექსლერის სკოლამდელი ასაკის ბავშვების ინტელექტის სკალა. 5 წლის ზემოთ გამოიყენება ბრიტანული უნარების სკალები,სტენდფორდ-ბინეს ტესტი, ვექსლერის ინტელექტის სკალა მოზრდილებისთვის

მეორე განზომილების მიხედვით უნდა შეფასდეს ბავშვის ქცევა სხვადასხვა სიტუაციაში და ემოციური სფეროს სუსტი და ძლიერი მხარეები.ახლობლების ინტერვიუებისა და დაკვირვების გარდა იყენებენ პიროვნული ადაპტაციური ქცევის შესაფასებელ სტანდარტიზირებულ სკალებს.ყველაზე ფართოდ გამოიყენება ადაპტაციური ქცევის სკალები,ვაინლენდის ადაპტაციური ქცევის სკალები,ბრუნინქსის დამოუკიდებელი სოციალური ქცევის სკალები.

მესამე განზომილებით ფასდება პიროვნული ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა და პათოლოგიური მდგომარეობის ეტიოლოგიური ფაქტორები.

მეოთხე განზომილებაზე უნდა შეფასდეს პიროვნების ოჯახური და სასკოლო გარემო.მნიშვნელოვანია ოჯახში და სკოლაში შემდეგი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება: ნორმალურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის მოთხოვნილება,ასაკისთვის შესაფერისი დამოუკიდებელი ფუნქციონირებისთვის საჭირო ჩვევების განვითარების მოთხოვნილება.
დახმარება
გონებრივი ჩამორჩენილობა ქრონიკული მდგომარეობაა,რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში თან ახლავს ადამიანს.მისი განკურნება და სრულიად გამოჯანმრთელება შეუძლებელია, მაგრამ ინტერვენციის შედეგად მისი მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესება შესაძლებელია. გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვს ესაჭიროება როგორც მედიკამენტური მკურნალობა, ასევე ქცევითი თერაპია, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, სამკურნალო-პედაგოგიური ღონისძიებების გატარება. გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვისთვის და მათი ოჯახებისთვის ინტერვენციის პროგრამების მოიცავს შემდეგ ხუთ სფეროს:
ფსიქოლოგიური განათლება;
ადეკვატური მხარდაჭერისა და პერიოდული შეფასების ორგანიზაცია;
ბავშვის ყოველდღიური ჩვევების ტრენინგის უზრუნველყოფა;
კონსულტაციები მძიმე ქცევითი დარღვევების დაძლევის მიზნით;
კონსულტაციები პიროვნების ცხოვრებაში ცვლილებებთან დაკავშირებით,ოჯახის მხარდაჭერა და კონსულტაციები დარდის დასაძლევად.

ფსიქოლოგიური განათლების მიზანია ოჯახის წევრების დახმარება ბავშელ პროგრამებს,მათთვის დიაგნოზისა და მისგან გამომდინარე შედეგების მიღებაში.ადეკვატური დახმარების ორგანიზაცია ხორციელდება მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ.ყოველდღიური ჩვევების ტრენინგი გულისხმობს ძალზე სტრუქტურირებული და დანაწევრებული აქტივობების შემცველ პროგრამებს.მათი მეშვეობით მშობლებს ასწავლიან ბავშვებისათვის სხვადასხვა ჩვევების ათვისების საშუალებებს. თვითსაზიანო,აგრესიული,დესტრუქციული ქცევების შეფასება უნდა მოხდეს იმ ფაქტორებსი გამოვლენის კონტექსტში, რომლების ამ ქცევას განამტკიცებენ,შემდეგ კი უნდა მოხდეს შესაბამისი პროგრამის შემუშავება.

http://archive.webmix.ge/icc/mentret.html

ჰიპერაქტივობა (ADHD)


ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების (ნეირობიოლოგიური) დარღვევით გამოწვეულ სიმპტომთა ერთიანობას, რომელიც მოიცავს:
ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტს (უყურადღებობა, გაფანტულობა);
იმპულსურობას (იმპულსური ქცევის შეჩერების და გაკონტროლების სირთულე)
ჰიპერაქტივობას (მოტორული მოუსვენრობა, ზედმეტ მოძრაობათა სიჭარბე).
ამას ხშირად ერთვის ემოციური მოუმწიფებლობა, აგრესიულობა და დაბალი აკადემიური მოსწრება. თუ ბავშვს სკოლაში აქვს სწავლის და კლასელებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობის პრობლემები, თუ იგი ვერ ახერხებს კონცენტრაციას საკლასო ოთახში, არ ასრულებს და გაურბის სამუშაოს – შესაძლოა თქვენ შვილს ჰქონდეს ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტივობის სინდრომი. ასეთ ბავშვებს ხშირად არქმევენ “ჰიპერაქტიურებს”, თუმცა ცნობილია, რომ ზოგ შემთხვევაში ყურადღების პრობლემები, იმპულსურობისა და ჰიპერაქტივობისაგან დამოუკიდებლადაც შეიძლება არსებობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჯგუფის ბავშვების (I ჯგუფი - ბავშვები ყურადღების დეფიციტით – ჰიპერაქტივობის გარეშე, II ჯგუფი - ყურადღების დეფიციტი, იმპულსურობითა და ჰიპერაქტივობით). დიაგნოზი ერთიანდება ADHD-ის სინდრომში (მათი სიმპტომების მსგავსების გამო), მათ შორის მნიშვნელოვანი კლინიკური განსხვავებანიც არსებობს. მხოლოდ, ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვები მიდრეკილები არიან მოთენთილობისა და ზანტობისკენ, ხშირი ოცნებისა, ზედმეტი თავმდაბლობისა და მორცხვობისაკენ, ხოლო ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის მქონე ბავშვები – იმპულსურობისა და აქტიურობისაკენ, აგრესიული ქცევისაკენ, ამიტომ ხშირად ისინი უარყოფილნი არიან თანატოლების მიერ. ბავშვები, რომელთაც ADHD აქვთ, შეიძლება მრავალ განსხვავებულ თვისებას ამჟღავნებდნენ. ისინი განსხვავდებიან სიმპტომების გამოვლინების ხარისხით და ინტენსივობით; ამიტომ მშობლებისათვის მნიშვნელოვანია კარგად გაიცნობიერონ ამ სინდრომის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები და პრობლემები რათა ითანამშრომლონ სპეციალისტებთან ზუსტი დიაგნოზის დასმის მიზნით, რაც საკმარისად რთული პროცესია, სიმპტომთა მრავალფეროვნებისა და ვარირების გამო. ასევე აუცილებელია განისაზღვროს ADHD-ის ტიპი. რაც გულისხმობს იმის დადგენას თუ რა შემთხვევაში ვლინდება ADHD-ის სიმპტომები. ისინი “სიტუაციურ” ხასიათს ატარებენ (ვლინდებიან, მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ სიტუაციაში. მაგ. სკოლაში ან სპეციფიკური დავალების შესრულებისას). თუ სიტუაციური და გარემოს ცვლილების ფაქტორები არანაირ ზეგავლენას არ ახდენენ სიმპტომების გამჟღავნებაზე. ეგრეთ წოდებული ADHD-ის “გავრცელებული” ტიპი.
ADHD-ის სიმპტომები ძირითადად ბავშვის ადრეულ ასაკშივე ხდება შესამჩნევი. ჩვილების ქცევის წინასწარმეტყველება შეუძლებელი ხდება. ერთ წუთს ის ტირის და კივის, მეორე წუთს კი მშვიდდება. ეს ჩვეულებრივ გამკივანი ტირილია და წააგავს სირენის ან სასოწარკვეთილი ცხოველის ხმას. იგი ხასიათდება გაღიზიანებულობით, დაძაბულობით, დაუკმაყოფილებლობით და მომთხოვნელობით. ძილი მოუსვენარია. სიარულის და მეტყველების განვითარება შენელებულია. ხშირია მოუქნელობა. უკვე 3 წლის ასაკში ამ ბავშვების ნახევარი რთული სამართავია. ხშირად ეცვლებათ გუნება-განწყობა, ღიზიანდებიან, უჭირთ ტუალეტის ჩვევების დაუფლება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხშირ შემთხვევაში მშობლებს ADHD-ის სიმპტომები შეუმჩნეველი რჩებათ ბავშვის სკოლაში წასვლამდე, რამეთუ პრობლემები მთელი სიმძაფრით სწორედ მაშინ იჩენენ თავს. ADHD-ის დადგენის ასაკად მიჩნეულია სკოლამდელი ასაკი და სკოლის 1 წელი ანუ 7 წლამდე.
რა იწვევს ADHD-ის?
ADHD-ის არ იწვევს ერთი კონკრეტული მიზეზი. მკვლევარები ცდილობენ ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზების გენეტიკურ, ბიოქიმიურ, ნეირობიოლოგიურ და გარემო პირობებთან დაკავშირებულ ფაქტორთა ახსნას. ერთ-ერთი მოდელი (კენი 1980) შედგება შვიდი ურთიერთმოქმედი კომპონენტისაგან:
გენეტიკური მიდრეკილება
ჩამორჩენა განვითარებაში,
საშუალოზე დაბალი ინტელექტუალური და სოციალური უნარი,
აზროვნების სპეციფიკური პრობლემები,
არახელსაყრელი გარემო (ნაადრევი დაბადება, საკვების ნაკლებობა, მწირი სოციალური დახმარება),
ემოციური პრობლემები და ცუდი დამოკიდებულება ოჯახში.
შეიძლება თუ არა დავეხმაროთ ADHD-ის მქონე ბავშვს და როგორ?
ADHD-ის მკურნალობა და სიმპტომების შემსუბუქება მაქსიმალურად ეფექტურია მაშინ, როდესაც გამოიყენება სხვადასხვა სახის მიდგომები.
უპირველეს ყოვლისა მშობლები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ADHD-ის შესახებ, რათა შეძლონ სწორად განსაზღვრონ და დააკვირდნენ სიმპტომებს, მაქსიმალურად დაეხმარონ საკუთარ შვილს პრობლემების გადალახვაში.
ბავშვისთვის მიზანშეწონილია ინდივიდუალური ან ჯგუფური კონსულტაციების ჩატარება. კონსულტაცია შეიძლება მოიცავდეს: ინფორმირებას ADHD-ის შესახებ; სოციალური ურთიერთობის ჩვევების ჩამოყალიბების ტრენინგს; სპეციალურ ტექნიკებს სწავლებისა, რომლებიც დაეხმარებიან ბავშვს დაიმახსოვროს, რომ ქცევის, მოქმედების წინ უნდა დაფიქრდეს და ყურადღება მოიკრიფოს. მოზრდილ ბავშვებს შეგვიძლია ვასწავლოთ დავალების, სამუშაოს ორგანიზება, დასრულება, დღიურების, კითხვარებისა და წამზომის გამოყენებითაც კი.
მშობლებისა და მასწავლებლების მიერ ქცევითი ტექნიკების გამოყენება, დაეხმარება ბავშვს წარმატებით შეხვდეს დავაЛების მოთხოვნებს. როგორც აღმოჩნდა ADHD-ის მქონე ბავშვების უმრავლესობა მიისწრაფის კარგად მოქცევისკენ, დავალების წარმატებით დასრულებისკენ, ამიტომ წინასწარ შეთანხმებული არავერბალური სიგნალი შეიძლება ძალიან სასარგებლო გამოდგეს ყოველ ჯერზე დავალებასთან დასაბრუნებლად. დავალების დამთავრების და ინსტრუქციის შესრულების შემთხვევაში, დადებითი განმტკიცება (პრიზი, ჯილდო) ძალიან დაგეხმარებათ ამ მიღწევების განმტკიცებაში. ოღონდ ეს დადებითი განმტკიცება იმავდროული და ხშირი უნდა იყოს. ADHD-ის მქონე ბავშვები არ რეაგირებენ გადავადებულ წახალისებასა და განმტკიცებაზე. წინა სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის პრიზი ყოველ 2-3 წუთშია საჭირო. დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვებისთვის დღეში რამდენჯერმე, მოზრდილებისთვის – დღეში ერთხელ.
ADHD-ის მქონე ბავშვების დახმარების სხვა ხერხებია: ბავშვისთვის მხოლოდ ერთი ან ორ-ნაბიჯიანი დავალების მიცემა.
საშინაო დავალების მცირე დავალებებად დაყოფა. თითოეული პატარა დავალება მოწმდება, სანამ ახალზე გადავალთ.
მცირე დროის მონაკვეთის განსაზღვრა და ბავშვისთვის ჩვენება, თუ რა რაოდენობის დავალებების დასრულება შეუძლია ამ დროის განმავლობაში.
ბავშვისთვის დღიურის წარმოებაში დახმარების აღმოჩენა.
დღის განრიგის, საშინაო დავალების რვეულში გეგმის სახით ჩამოწერის სწავლება.

http://archive.webmix.ge/icc/adhd.html

დაუნის სინდრომი


დაუნის სინდრომი — ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადება, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. ასევე არსებობს დაუნის სინდრომის სხვადასხვა შემთხვევები: ტრისომია, ტრანსლოკაცია და მოზაიციზმი.
ტრისომია - ყველაზე ხშირი დარღვევა, როდესაც დედის ან მამის სასქესო უჯრედის დაყოფისას (მეიოზი) არ ხდება 21-ე წყვილი ქრომოსომის განცალკევება და განაყოფიერების შემდეგ ტრისომიული ზიგოტა იქმნება. ამ შემთხვევაში ორგანიზმის ყველა უჯრედი ატარებს ანომალიას. ვლინდება დაუნის სინდრომის 95%-ში.
მოზაიციზმი - ამ დროს განაყოფიერების შემდეგ ემბრიონის უჯრედის გაყოფის დროს არ ხდება 21-ე ქრომოსომის დაშორება. ამ დროს ჩნდება უჯრედების ორი ტიპი: ზოგი ბირთვი შეიცავს 46 ქრომოსომას, ზოგი კი 47 ქრომოსომას. პირველისგან განსხვავებით ეს ფორმა უფრო მსუბუქია, რადგან ანომალია არ აღინიშნება ორგანიზმის ყველა უჯრედში, თუმცა მისი დადგენა რთულდება პრენატალური დიაგნოსტიკის დროს. გვხვდება დაუნის სინდრომის მქონე პირთა 1 – 2%-ში.
ტრანსლოკაცია - ამ დროს უჯრედის დაყოფისას 21-ე ქრომოსომა მოწყდება და მიემაგრება სხვა ქრომოსომას, ყველაზე ხშირად მე-14 ქრომოსომას. უჯრედებში ქრომოსომათა რაოდენობა ისევ 46, მაგრამ 21-ე ქრომოსომის დამატებითი ნაწილი იწვევს დაუნის სინდრომს. მიიღება არაბალანსირებული კარიოტიპი.ვლინდება დაუნის სინდრომის მქონე პირთა 3 -4%-ში.
დაუნის სინდრომს აქვს ყველაზე თვალშისაცემი ფიზიკური გამოვლინება. სინდრომი იწვევს დამახასიათებელ გარეგან ფიზიკურ მახასიათებლებს. დაავადება პირველად აღწერა ჯონ დაუნმა 1866 წელს,ხოლო 1959 ფრანგმა გენეტიკოსმა ჯერემი ლეჟერმა პირველად აღწერა, როგორც ქრომოსომული ანომალია. ჯონ დაუნის შემოღებულია ტერმინი მონღოლიზმი ,რომლითაც ის აღწერდა ამ სინდრომის მქონე ადამიანებს. ასეთი რასისტული მიდგომა გაგრძელდა 1965 წლამდე , როცა მონღოლმა დეპუტატებმა თხოვნით მიმართეს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას ტერმინი ამოეღოთ ხმარებიდან. 1972 წელს ამერიკის მონღოლიზმის საზოგადოებამ გადაირქვა სახელი და მას შემდეგ ჰქვია ამერიკის დაუნის სინდრომის ასოციაცია . 2006 წლის 21 მარტს პირველად აღინიშნა დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ, 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას.
ყველაზე ხშირად დაუნის სინდრომს უკავშირებენ დედის ასაკს. რაც უფრო ასაკოვანია დედა მით უფრო იზრდება დაავადების რისკი.
ბავშვები დაუნის სინდრომით იბადებიან 700 ბავშვიდან ერთი. 2002 წლისთვის ევროპაში 92% შემთხვევებში დიაგნოზის დასმის შემდეგ ხდებოდა ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა.ბოლო მონაცემებით, თუ მამის ასაკი 42-ს ზემოთაა მაშინაც იზრდება რისკი. პრენატალურ პერიოდში ორსულის სისხლის ანალიზში მომატებული პროტეინი-ა და ქორიონული ჰონადოტოპრინი არის დაუნის სინდრომის დამატებითი მახასიათებელი .
დაუნის სინდრომისათვის დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნებია:
სახის ბრტყელი პროფილი - 90%
ბრახიცეფალია-ჩერეპ ანომალურად პატარა სიდიდე- 81%
კანის ფენები კისერზე ახალდაბადებულებში - 81%
ეპიკანტუსი - თვალების შიდა კუთხეში კანის პატარა ნაოჭი- 80%
კუნთების დაბალი ტონუსი- ჰიპოტონია-80%
სწორი კეფა -78%
პატარა კიდურები-70%
ბრახიმეზოფალანგია- თითების პატარა ზომა რაც დაკავშირებულია შუმდებარე ფალანგების არასრული განვითარებით-70%
გაღებული პირი,რაც დაკავშირებულია პასუხისმგებელი კუნთების დაბალ ტონუსთან და ნიობის განსაკუთრებულ აღნაგობასთან-65%
კლინოდაქტილოზი, მე-5 თითზე ორი მომხრელი სახსრის ნაცვლად ერთის არსებობა-60%
პირის ზომასთან შედარებით დიდი ენა-50%
მოკლე კისერი-50%
პატარა ცხვირი- 40%
დაუნის სინდრომის დროს თანდართულ დაავადებებს მიეკუთვნება:
გულის თანდაყოლილი მანკი
ბავშვობის პერიოდის ლეიკემია
მხედველობის და სმენის პრობლემები
დაუნის სინდრომისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობა რაც დაკავშირებულია, როგორც ბიოლოგიურ ფაქტორებთან ასევე ბავშვის რეაბილიტაციასთან. ისინი უფრო გვიან სწავლობენ ჯდომას, სიარულს, ლაპარაკს,თამაშს და ა.შ. ყველა ზემოთხენებული უნარის განვითარება ინდივიდზეა დამოკიდებული. ერთნი სიარულს 2 წლის ასაკში იწყებენ, სხვანი კი 4 წლიდან. იმისთვის რომ დავაჩქაროთ ეს პროცესი იყენებენ სხვადასხვა ფიზიოთერაპიოლ საშუალებებს. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები მგრძნობიარენი არიან ფიზიკური და სოციალური გარემოს მიმართ, უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და არიან ცნობისმოყვარენი .
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების 50% გვხვდება გულის თანდაყოლილი მანკი,ამიტომ მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. 2011 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში სხვადასხვა უნივერსიტეტის გამოკველევებით (მათ შორის სტენფორდის უნივერსიტეტი ) დადგინდა რომ გულის პრობლემებზე დაუნის სინდრომში პასუხისმგებელია ორი გენი DSCAM-სა და COL6A-ზე. ეს აღმოჩენა შემდგომში მეცნიერებს საშუალებას მისცემს ამ გენებზე ზემოქმედებით ავირიდოთ დამატებითი დაავადება. ლეიკემიის რისკი 15- 20 % დიდია ვიდრე ნორმალურ პოპულაციაში, ვლინდება 3 წლამდე ასაკში და მისი განკურნების ალბათობა ძალზედ დიდია. დაუნის სინდრომით ადამიანები ცხოვრობენ დაახლოებით 55 წელი. სიცოცხლის ბოლო წლებში ყველაზე მეტად ავადდებიან ალცჰეიმერის დაავადებით. არსებობს APP ცილა, რომელიც მონაწილეობს 21-ე ქრომოსომის სრტუქრურაში, რაც განსაზღვრავს ნეირონების დეგენერაციას რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მახსოვრობასა და კოგნიტურ ფუნქციებში. სწორედ ამ ნეირონები დეგენერაცია განსაზრვრავს ალცჰეიმერის დაავადებას. ამჟამად ზუსტი დამოკიდებულებების დასადგენად ცდები მიმდინარეობს სან დიეგოში,აშშ. დადგენილია რომ ნეირონები მოქმედებენ როგორც ამღზნებ ელემენტებად, ასევე შემკავებლებად. თაგვებზე კვლევამ აჩვენა რომ ამ ორი მაჩვენებლის ბალანსი ჰიპოკაპში _ ტვინის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია სწავლასა და მახსოვრობის პროცესებზე - დარღვეულია. დადასტურებულია რომ შემაკავებელი ნეირონები უფრო აქტიურად მოქმედებენ. ამჟამად სტემფორდის უნივერსიტეტში მიმდინარეობს GABA-A რეცეპტორების ქვეტიპების გამოკვლევა. GABA-A არის ნეიროტრანსმიტერი რომელიც პასუხისმგებელია შემაკავებელ ფუნქციებზე და სწორედ ამ რეცეპტორების ბლოკირებით შესაძლებელია სწავლის უნარის ამაღლება და მეხსიერების გაუმჯობესება.
ასევე დადგინდა რომ LC ნეირონები, რომლებიც არიან ძირითადი სინთეზატორები და შემყვანები ჰიპოკამში ნეირომედიატორი ნორეპინეფრინისა, არის დაზიანებული(ცდა თაგვებზე). ეს ნეირომედიატორი არის პასუხისმგებელი სენსორულ პროცესებსა და ორიენტაციულ შესაძლებლობებს. დაზიანებული ნორეპინეფრინის აღდგენის შემდეგ საგრძნობლად გაუმჯობესდა სხვადასხვა ფუნქციები. ამჟამად იკვლევენ მისი აღდგენის სხვადასხვა გზებსა და შესაძლებლობებს. გამოკვლევების სტადიაზეა სხვადასხვა წამლები,მათ შორის პენტილენეტეტრაზოლი ე.წ. პტზ-რომელიც ამცირებს ნეირონების შემაფერხებელ ფუნქციას და აღადგენს კოგნიტურ ფუნქციებს.
ამ პრეპარატების დანერგვისთვის საჭიროა საბოლოოდ დამტკიცდეს მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა.ეს კი მრავალხნიანი პროცესია, რადგან ჯერჯერობით ყველა გენი არა არის იდენტიფფიცირებული, არ არის დადგენილი მათი ურთიერთქმედების შედეგები.როგორც კი ეს იქნება ცნობილი მეცნიერებისთვის ,უფრო ადვილი გახდება დაუნის სინდრომის ნაწილობრივი მკურნალობა მაინც. სრულ განკურნებაზე ჯერჯერობით ნაკლები მოლოდინებია, რადგან ახალშობილი ფორმირდება ჩასახვიდან პირველ ტრიმესტრში და ყველა უჯრედი ვითარდება ანომალიით. ამიტომ დღეის გადასახედიდან საკმაოდ რთულია მისი მთლიანი მკურნალობა.
ჯერჯერობით არ არსებობს დაუნის სინდრომისგან განკურნების წამალი, თუმცა ადამიანები იძულებულები არიან გაიარონ მედიკამენტოზური მკურნალობა თანდართული დაავადებებბის სამკურნალოდ. ალტერნატიულ მეთოდებს მიეკუთვნება დელფინოთერაპია. ბოლო დროს ხშირად გამოიყენებატერაპიის ეს სახე. სპეციალურად გაწვრთნილ დელფინებთან თამაში ბავშვს უნვითარებს კუნთებს, მის მოტორულ და სამეტყველო ფუნქციებს. დელფინის ხმები კარგად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს შინაგანი ორგანოების ფუნქციებს და ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციებს. ეს თერაპია ეხმარება ბავშვს ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ პიროვნებად, ბავშვი იღებს ქცევის დადებით მოდელს და უფრო უადვილდება სოციუმში ადაპტაცია.
ამჟამად 21-ე გრომოსომაში გაშიფრულია დაახლოებით 360-მდე გენი. ამ გენების უმრავლესობა წარმოქმნის ცილებს , რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმის სხვადასხვა ქიმიურ რეაქციებში. მიმდინარე გამოკვლევებში ადგენენ თუ როგორ მოქმედებს ეს გენები ადამიანეის ფენოტიპზე.
სინდრომს იწვევს 21-ე ქრომოსომაში არსებული ზედმეტი ქრომოსომა და ითვლებოდა რომ ამ ზედმეტი ქრომოსომის ასევე დამატებითი გენები და ცილები იწვევდა იმ ქაოსს, რომელიც იყო მიზეზი სხვადასხვა თანდართულ დაავადებებს. თუმცა ბოლო გამოკვლევებით მეცნიერები მიდიან იმ აზრამდე, რომ პირიქით, დამატებითი ქრომოსომა წარმოქმნის ცილების დეფიციტს ტვინში, რომელიც იწვევს კოგნიტურ დარღვევებს, გულის მანკს და სხვა თანდართულ დაავადებებს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებსა და თაგვებს აქვთ უფრო ნაკლები რაოდენობის ცილები თავის თვინში.
ბევრმა გამოკვლევამ დაადასტურა რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს აქვს შენელებული რეაქციები ,გაზრდილია მოძრაობის დრო და გვხვდება მოუქნელი ან ქაოსური მოძრაობები. მკვლევართა აზრით, ამის განმპირობებელი შესაძლოა იყოს ბოლო პერიოდში აღმოჩენილი ე.წ. სარკისებრი ნეირონები, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ჩვენი სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.

www.med.ge

სმენის დაქვეითება




სმენის დაქვეითება და მისი კორექციის მეთოდები 
სმენის სიმახვილის დაქვეითებას ჰიპაკუზია ეწოდება, სრულ სიყრუეს - ანაკუზია. სმენის დაქვეითების დროს შესაძლოა ცალ-ცალკე დაქვეითდეს როგორც მაღალი, ასევე დაბალი სიხშირის ბგერების აღქმა. სწორედ ამ პრობლემასთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე, სმენის დაქვეთების კორექციის თანამედროვე მეთოდებსა და სასმენი აპარატების მოქმედების პრინციპებზე გვესაუბრება აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ზურაბ ქევანიშვილი:
- რა არის სმენის დაქვეითების ძირითადი მიზეზი?
- სმენის დაქვეითება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. მოგეხსენებათ, ადამიანი იბადება, იზრდება და ბერდება. სამწუხაროდ, სხვა ორგანოებთან ერთად სმენის აპარატიც ჩართულია ფიზიოლოგიური დაბერების პროცესში. ეს იმას ნიშნავს, რომ ასაკთან ერთად სმენაც თანდათანობით ქვეითდება. შესაბამისად, სმენის დაქვეითების ერთ-ერთი ძირითადი და ბუნებრივი მიზეზია ასაკი. დღეს, საერთოდ, ძნელია მსოფლიო გააკვირვო სმენის პრობლემასთან დაკავშირებული საკითხებით, თუმცა ჩვენ სპეციალურად შევისწავლეთ სმენის დაქვეითების გენდერული თავისებურება და მეტად საინტერესო რამ დავასკვენით: აღმოჩნდა, რომ მამაკაცებში სმენის დაქვეითება ფიზიოლოგიურად უფრო ადრე იწყება და შედარებით ნელა პროგრესირებს, ქალებში კი, პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ უფრო გვიან იწყება, სწრაფად ვითარდება. კიდევ უფრო კონკრეტულად თუ შევეხებით ამ საკითხს, 60-70 წლის ქალბატონებში მამაკაცებთან შედარებით სმენა ბევრად უფრო დაქვეითებულია, მაშინ როცა დაახლოებით 40 წლის ადამიანებს შორის სმენადაქვეითებული მამაკაცები სტატისტიკურად ბევრად სჭარბობენ ქალებს.
- სმენის ანალიზატორის რომელი ნაწილი განიცდის ყველაზე ინტესიურად ფიზიოლოგიურ დაბერებას?- როგორც წესი, სმენის დაქვეითების ძირითადი მიზეზი პერიფერიაზეა. შიგნითა ყურში მოთავსებულია რეცეპტორული აპარატი, რომელიც ასაკთან ერთად ერთგვარ დეგენერაციას განიცდის. მაგალითად, თუ, ჩვეულებრივ, არსებობს რეცეპტორების განსაზღვრული რაოდენობა, ასაკისა და სხვა მიზეზების გამო, რომელთა შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ, დეგენერაციის შედეგად მათი მცირე ნაწილი რჩება. რეცეპტორების დეგენერაციას ნერვული ბოჭკოების დეგენერაცია მოჰყვება, რაც საბოლოო ჯამში სმენის დაქვეითებით სრულდება. სამწუხაროდ, არსებობს უამრავი მიზეზი, რომელიც აძლიერებს ამ ფიზიოლოგიური დაბერების პროცესს და აჩქარებს სმენის დაქვეითებას. ერთ-ერთი ასეთი მიზეზი, რაც მთავარია, საქართველოსთვის მეტად ტიპური, სიგარეტის მოწევაა! შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მე აუდიოგრამის მიხედვით ყოველთვის ვხვდები, მწეველია პაციენტი თუ არა. გამოკვლევაზე მოსულ არამწეველებს ხშირად ვაქებ ხოლმე: "რა კარგია, რომ არ ეწევით!" უნდა ნახოთ მათი გაკვირვება! "როგორ მიხვდით, რომ არ ვეწევით?" - განცვიფრებულები მეკითხებიან. თავს არ ვიქებ, მაგრამ ძალზე იშვიათად ვცდები. მართალია, ლიტერატურაში ხაზგასმულია, რომ სასქესო ორგანოებსა და პოტენციაზე უფრო მეტად მოქმედებს თამბაქოს წევა, ვიდრე სმენაზე, მაგრამ ასე არ არის. მოწევა სმენაზე უფრო მავნე ზემოქმედებას ახდენს. მე დიდი მორალისტი არ ვარ, მაგრამ გეტყვით - ქართველ მამაკაცებს არაფერი აქვთ სატრაბახო, ჰარიქა, ჩვენ ვართ ყველაზე მაგრებიო. საქართველო ხომ მწეველთა რაოდენობით ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.
გამოდის, რომ ცხვირ-ხახიდან სასმენ ლულაში მოხვედრილი კვამლი ყურის შესაბამის ნაწილებსაც მძიმედ აზიანებს...- არა, ჩვეულებრივი ინტოქსიკაცია ხდება. თამბაქოში შემავალი მავნე ნივთიერებები - ნიკოტინი, კუპრი, ბენზპირენი და სხვა ტოქსინები, ცალკეულ ორგანოთა მსგავსად, სმენის აპარატსაც სისხლით მიეწოდება. ისინი დამღუპველად მოქმედებენ სმენის ნატიფ რეცეპტორებზე, აზიანებენ მათ და აჩქარებენ მათ დეგენერაცია-გადაგვარებას. კვების ფაქტორის მნიშვნელობა საფუძვლიანად ჯერ არავის შეუსწავლია, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეულ როლს სმენის დაქვეითებაში ძალზე ცხარე და მლაშე საკვების მიღებაც ასრულებს. საქართველოში ასეთი კვება ტიპურია. ამიტომაც არის ჩვენში სმენის დაქვეითება ასე აქტუალური. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ამ პრობლემის თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა.

www.mkurnali.ge

მხედველობა







თვალი მხედველობის ორგანო მოთავსებულია თვალბუდეში იგი შედგება თვალის კაკლისგან და მხედველობის ნერვისგან, რომლებიც ოპტიკურ აპარატს შეადგენს და დამხმარე ორგანოებისგან, რომლებიც მის დამცველ და მამოძრავებელ აპარატს შეადგენენ.
თვალის კაკალი  სფერული ფორმის სხეულია. თვალის კაკლის კედელი შედგება სამი აგებულების და ფუნქციური გარსისგან .
გარეთა მკვრივი ფიბრიზული გარსი შედგება ბოჭკოვანი შემაერთებელიქსოვილისგან მისი უკანა ნაწილი თეთრი ფერისაა და მას გარსი ანუ სკლერა  ეწოდება. უფრო მცირე წინა ნაწილი ანუ რქოვანი  გამოდრეკილია და გამჭვირვალე; იგი არ შეიცავს სისხლის ძარღვებს მასში უხვადაა ნერვული დაბოლოებები რის გამოც ძალიან მგრძნობიარეა.
თვალის კაკლის შუა ანუ სისხლძარღვოვანი გარსი იყოფა სამ ნაწილად: წინას ეწოდება ფერადი გარსი , შუას — წამწამოვანი სხეული
უკანა — სისხლძარღვოვანი გარსი

ფერადი გარსის შუა ადგილას მოთავსებულია ხვრელი — გუგა მის სისქეში მოთავსებულია გლუვკუნთოვანი ბოჭკოები, რომელთა ერთი ნაწილი განლაგებულია გუგის ირგვლივ ცირკულარულად და შეადგენს გუგის შემავიწროებელ კუნთს ხოლო, მეორე ნაწილი- სხივისებურად და ქმნის გუგის გამაგანიერებელ კუნთს. ორივე კუნთის ინერვაცია წარმოებს ვეგეტატური ნერვული სისტემიდან ამასთან შემავიწროებელ კუნთს აინერვირებს თვალის მამოძრავებელი ნერვის შემადგენლობაში მყოფი პარასიმპათიური ბოჭკოები, გამაგანიერებელ კუნთს კი სიმპათიური ბოჭკოები. ფერადი გარსი შეიცავს პიგმენტს, რომლის რაოდენობაც ცვალებადია და განსაზღვრავს თვალის ფერს. თვალის კაკლის შინაგანი გარსი ანუ ბადურა  წარმოადგენს მხედველობის ნერვის პერიფერიულ აპარატს. მიუხედავად იმისა, რომ ბადურა მეტად თხელია, მისი ჰისტოლოგიური აგებულება განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა. ბადურას ფერისა და სინათლის შემგრძნებ ელემენტებს წარმოადგენს სპეციალიზებული ნერვული უჯრედები, კოლბები და ჩხირები კოლბების საერთო რაოდენობა შვიდი მილიონია, ჩხირების ოცდაათი მილიონი.მხედველობის ნერვის თვალის კაკალში შესვლის ადგილი იმყოფება ღერძის უკანა ბოლოს ოდნავ მედიალურად. თვალის ფსკერზე იგი ქმნის მრგვალ გორაკს, რომელსაც მხედველობის ნერვის დისკო ეწოდება. ეს ადგილი თეთრი ფერისაა და მასში ცოტაა სინათლის მიმღები ნერვული უჯრედები. დისკოდან 4 მილიმეტრისდაშორებით თვალის კაკლის უკანა პოლუსში, მდებარეობს ხალი  რომელიც წარმოადგენს უმახვილესი მხედველობის ადგილს. ხალის ცენტრში არის მომცრო ორმო, რომელსაც ცენტრალური ფოსო  ეწოდება. ბადურას ნერვული უჯრედების მორჩები შედის მხედველობის ნერვის შემადგენლობაში, რომელიც მიემართება ქალას ღრუში მხედველობის ხვრელით. მხედველობის ნერვის შუა ღერძის გასწვრივ გაივლის ბადურას ცენტრალური არტერია, რომელიც კვებავს გარსს. მხედველობის ნერვი გარშემორტყმული ტვინის სამივე გარსით, რომლებიც ქმნიან მის ბუდეებს და შემდეგ უკავშირდებიან სკლერას. თვალის კაკლის კედელი გარს ერტყმის თვალის გამჭვირვალე ბირთვს, რომელსაც შეადგენს ბროლი  წარმოადგენს ორმხრივ გამოდრეკილ სხეულს. მისი უფერო ნივთიერება შედგება ცენტრალურად მდებარე შედარებით მკვრივი ბირთვისგან და პერიფერიულად მოთავსებული რბილი, ანუ ქერქოვანი ნივთიერებისგან. გარედან ბროლი დაფარულია თხელი და გამჭვირვალე ჩანთით, რომელსაც ბროლის კაფსულა ეწოდება.თავის ეკვატორული კიდის გასწვრივ ბროლი დაკავშირებულია წამწამოვან სხეულთან ირგვლივი იოგით, რომელსაც წამწამოვანი სარტყელი ეწოდება . ამ იოგის დაჭიმვა ან მოდუნება იწვევს ბროლის გარდატეხის უნარის შეცვლას. ამ პროცესს რომლის შედეგადაც საგანი ზუსტად აისახება ბადურაზე აკომოდაცია ეწოდება. რაც უფრო ახლოა საგანი, მით უფრო მეტი უნდა იყოს ბროლის გამოდრეკილობა; ამას ხელს უწყობს წამწამოვანი კუნთის შეკუმშვით გამოწვეული წამწამოვანი სარტყლის მოდუნება. სფერული ფორმის მინისებრი სხეულიავსებს თვალის კაკლის ღრუს იმ ნაწილს, რომელიც ბროლის უკან მდებარეობს. მის წინა ნაწილში აღინიშნება ჩაღრმავება, რომელშიც მოთავსებულია ბროლი. მინისებრი სხეულის ჟელატინისმაგვარი მასა შედგება უწვრილესი ბოჭკოების ბადისგან, რომელთა შორის სივრცეები ამოვსებულია სითხით. გარედან დაფარულია თხელი გარსით, რომელსაც ეწოდება მინისებრი გარსი. ისევე როგორც ბროლი მინისებრი სხეულიც მოკლებულია სისხლის ძარღვებს. ნამი  წარმოადგენს ცილის უმნიშვნელო რაოდენობის შემცველ სითხეს, რომელიც გამოიყოფა წამწამოვანი მორჩების და ფერადი გარსის სისხლის ძარღვების მიერ. ნამით ამოვსებულია ბროლის წინა მდებარე და ერთმანეთთან დაკავშირებული ორი მომცრო სივრცე, ანუ თვალის სენაკები  წინა სენაკი მოთავსებულია რქოვანასა და ფერად გარსს შორის, უკან კი - ფერად გარსს და წამწამოვან სარტყელს შორის. სენაკები ერთმანეთთან არიან დაკავშირებული გუგის საშუალებით. სინათლის სხივებმა ვიდრე ისინი ბადურას მიაღწევენ უნდა გაიარონ: რქოვანა, წინა სენაკის ნამი, ბროლი და მინისები სხეული. თვალის მამოძრავებელ აპარატს შეადგენს ექვსი განივზოლიანი კუნთი: ზემო, ქვემო, გარეთა, შიგნითა სწორი, ზემო და ქვემო ირიბი. თვალის კაკლის უკანა ნაწილს გარს ერტყმის ბოლქვის (ტენონის) ფიბრიზული კაფსულა, რომელშიც სასახსრე თავის მსგავსად ადვილად მოძრაობს თვალის კაკალი მისი კუნთების შეკუმშვის დროს. ეს კაფსულა მჭიდროდაა დაკავშირებული ცხიმთან, რომელიც ამოავსებს თვალბადურის რეტრობულბარულ სივრცეს.თვალის დამცველ აპარატს მიეკუთვნება: ქუთუთოები, თვალბუდე, წარბები, წამწამები, და საცრემლე ორგანოები.

www.medgeo.net

აუტიზმი


აუტიზმი კლასიფიცირდება, როგორც ნეიროგანვითარების ფუნქციის დარღვევა, რომელიც გამოიხატება ხაზგასმული არაადექვატური სოციალური ინტერაქციით, კომუნიკაციის დარღვევებითა და ინტერესთა და ქცევის მანერათა სპეციფიური სერიით.

მიუხედავად იმისა, რომ აუტიზმის სპეციფიური ეტიოლოგია უცნობია, მრავალი მკვლევარი ეჭვობს, რომ აუტიზმი გენეტიკურად განპირობებული სისუსტეა გარემოს ხასიათობრივი ცვლილებების მიმართ.
რა არის აუტიზმი ნიჭი, ავადმყოფობა თუ წყევლა?!

რა არის აუტიზმი ნიჭი, ავადმყოფობა თუ წყევლა?!

აუტიზმი ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია,
რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ვერბალური და არაველბალური კომუნიკაციის დამყარების,
სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებზე.
ბავშვს პრობლემები აქვს სოციალურ განვითარებაში, კომუნიკაციაში, მეტყველებაში, ქცევაში, განსაკუთრებით კი წარმოსახვით თანაშში.
პირველად აუტიზმი 1943 წელს აღწერეს და გამოყოფდნენ შემდეგ ნიშნებს:

1.სოციალური ურთიერთობის დამყარების უუნარობა
2.კომუნიკაციის მიზნით მეტყველების გამოყენების შეუძლებლობა
3.ცვლილებებისადმი ძლიერი რეზისტენტობასაგნებით გატაცება
4.ამ მახასიათებლების გამომჟღავნება 30 თვის ასაკამდე

აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევს მთელი ცხოვრების მანძილზე.
ყველაზე ძლიერ ფორმას ახასიათებს გარემოსთან კონტაქტის შეუძლებლობა,თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობის დამყარების შეუძლებლობა, უჩვეულო თვითდამაზიანებელი და აგრესიული ქცევა, შიშები.აუტიზმის ყველაზე სუსტი ფორმა ჰგავს პიროვნულ აშლილობას, დასწავლის უნარის დარღვევას.ასეთ ბავშვებს იშვიათად თუ შეუძლიათ იცხოვრონ მშობლების ზრუნვის,თერაპიული ინტერვენციისა და ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციის ან მკურნალობის გარეშე.აუტიზმის მქონე პირს პირველ რიგში, გარემოსთან კონტაქტის დამყარების პრობლემა აქვს.ასეთი ბავშვი ყურადღებას არ აქცევს ოჯახის წევრებს, თითქოს ვერ ამჩნევს მათ,ის არ თამაშობს სხვა ბავშვებთან, უჭირს საკუთარი აზრების, ემოციაბის სხვებისთვის გაზიარება.მათთვის მეტყველება კომუნიკაციის საშუალებას არ წარმოადგენს, ისინი ხშირად უცნაურ მეტაფორებს ხმარობენაქვთ მონოტრონური ხმა, ან გაწელილი, წამღერებითი ინტონაცია.საკუთარ თავზე ისინი ლაპარაკობენ მესამე პირში.აუტიზმით დაავადებული ბავშვები ხშირად არ რეაგირებენ საკუთარ სახელზე,
ისინი ერიდებიან და არ უყურებენ სხვა ადამიანებს,
ასევე ერიდებიან პირდაპირ მზერას,
ხშირად ეწინააღმდეგებიან ხელში აყვანას,
არ პასუხობენ სხვის ემოციებს,
ნაკლებად შედიან კონტაქტში ოჯახის წევრებთან,
შეიმჩნევა გულგრილობა ახლობლების მიმართ.
გარემო მათთვის უსიამოვნო შეგრძნებების და უარყოფითი ემოციების მომგვრელია,
განსაკუთრებით გამაღიზიანებელია ადამიანის სახე, სწორედ ამიტომ გაურბიან პირდაპირ მზერას.
ბავშვი არჩევს საჭმლის ფაქტურას და გემოს, არ ჭამს გარკვეული ტიპის საჭმელს, მაგრამ შეუძლია პირში ჩაიდოს და შეჭამოს : ქაღალდი, ფოთლები.
მუდმივი სენსორული დისკომფორტის ფონზე მათ აღენიშნებათ თვითსტიმულაცია (ტანის ქანაობა, ხტუნვა, ტრიალი) სწორედ თვითსტიმულაციის საშუალებით ცდილობს ის შფოთვის და უსიამოვნო გარემოს მიერ გამოწვეული უარყოფითი ემოციების დაძლევას და დადებითი ემოციური მდგომარეობის მიღწევას.

ასეთ ბავშვებს ხშირად აქვთ ხატვის, მუსიკის, ანგარიშის, მათემატიკის, ფაქტების დამახსოვრების, მხედველობითი გარჩევის და ა.შ.გაძლიერებული უნარი.

ახალი გარემო მათთვის უარყოფითი ემოციის და შიშის წყაროა.
აუტიზმის მქონე ბავშვები ხშირად დადიან ერთი და იმავე გზით, ერთნაირი თანმიმდევრობით იცვამენ…
ჩვეულებრივი საგნები და მოვლენები, შესაძლოა ძლიერი შიშის აღმოცენების მიზეზი იყოს, ასევე შიშს იწვევს ახალი სიტუაცია, ახალი საგნები.
აუტისტური შიშები ამახინჯებს გარემოს აღქმას.
სათამაშოებზე მეტად მათთვის მიმზიდველია სხვადასხვა მასალა, მაგალითად : ბოთლები, ღილები, თავსახურები.
 ხშირად იზიდავს საგნის რაიმე თვისება : ტრიალი, ნახვრეტი, ბრჭყვიალი, ფერი…აუტიზმი ბიჭებში ოთხჯერ უფრო ხშირია ვიდრე, გოგოებში.

რა არის დაავადების მიზეზი?
უკანასკნელ ხანს აუტიზმს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, რაც მისი გახშირებით აიხსნება, დაავადებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ოჰაიოს შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ორსულებს, რომლებმაც ორსულობის 24-28-ე კვირას გადაიტანეს ძლიერი სტრესი (მაგალითად, ახლობლის სიკვდილი, სამსახურიდან დათხოვნა ან ძლიერი შიში), დიდი შანსი აქვთ, აუტიზმით დაავადებული შვილები გაუჩნდეთ. სტრესი – აი ამ დაავადების გამომწვევი უხშირესი მიზეზი.

როგორ მკურნალობენ?
მკურნალობა კომპლექსურია და მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება. აუტიზმით დაავადებული არ იკურნება, მაგრამ სწავლობს, იყოს დამოუკიდებელი, საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ითვისებს სოციალური ადაპტაციის ჩვევებს. თერაპია მოიცავს დამამშვიდებელ საშუალებებს, დიეტას, ფსიქოსოციოლოგიურ მეთოდებს, აუდიოვოკალურ ტრეინინგებს. აუცილებელია მუდმივი სპეციალური სამკურნალო ფიზკულტურა, რათა ბავშვი სწორად ფლობდეს თავის სხეულს. მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი რგოლია აუტიზმით დაავადებული ბავშვების ოჯახების ურთიერთობა გამოცდილების გაზიარების მიზნით. ეს მათ ყოველდღიური მრავალრიცხოვანი ყოფითი პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. აუტიზმი ფსიქიკის დარღვევაა, აქვს ფართო სპექტრი და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სხვადასხვანაირად ვლინდება. აუტიზმით დაავადებულ ყველა ბავშვს როდი ეტყობა მისი ფიზიკური ნიშნები; დაავადება უმეტესად ქცევითი ცვლილებებით მჟღავნდება. მშობლებს დიდი ყურადღება და დაკვირვება მოეთხოვებათ, რათა უმნიშვნელო გადახრაც კი დროულად შეამჩნიონ.

archive.webmix.ge


შშმპ

ცერებრალური დამბლა


ცერებრალური დამბლა

ცერებრალური დამბლა გამოწვეულია თავის ტვინის დაზიანებით, რომელიც ვლინდება ადრეულ ასაკში და ახასიათებს მოძრაობების შეზღუდვა: დამბლა, კუნთების სისუსტე, კოორდინაციის დარღვევა, უნებლიე მოძრაობები.
ცერებრალური დამბლის დროს თავის ტვინში არსებული დაზიანებები აისახება კიდურების , თავის, კისრის ან სხეულის კუნთების ნორმალური აქტიურობის დარღვევაში.
სიმპტომების გამოვლენა დამოკიდებულია თავის ტვინის დაზიანების ხარისხზე და მერყეობს სუსტი, მცირედ გამოხატულიდან ძალიან მძიმე მდგომარეობამდე. ცერებრალურ დამბლას შეიძლება თან ახლდეს ეპილეპსიური გულყრები, ინტელექტუალური განვითარებისა და მეტყველების დარღვევები. ხანდახან თან ახლავს მხედველობის და სმენის დაქვეითება.
ცდ-ით დაავადებული ბავშვები ხშირად ტოვებენ ინტელექტუალურად შეზღუდულის შთაბეჭდილებას, რაც ყოველთვის არ შეესაბამება სინამდვილეს. დაავადება არ გადადის მემკვიდრეობით, არ პროგრესირებს და არის სტატიური. ცერებრალური დამბლა არ არის პაციენტის გარდაცვალების ძირითადი მიზეზი,მაგრამ მოქმედებს ცხოვრების ხანგრძლივობაზე. მკურნალობის სპეციფიური თერაპია არ არსებობს.

ცერებრალური დამბლის გამომწვევი მიზეზები

ცერებრალური დამბლის მსგავსი მდგომარეობა შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ასაკში ინფექციური დაავადებების, ინსულტის ან თავის ქალის ტრავმის შემთხვევაში. ბავშვებში, ცერებრალური დამბლა გამოწვეულია თავის ტვინის დაზიანებით ან ტრამვით მუცლად ყოფნის დროს , მშობიარობის ან ბავშვის დაბადებისთანავე. ხშირ შემთხვევაში ზუსტი მიზეზი რჩება დაუდგენელი.
ძირითადი ფაქტორი ნაყოფის თავის ტვინის დაზიანება პრენატალურ პერიოდში, რჩება ინფექციები, ტოქსიკოზი, დედისა და ახალშობილის ჯგუფისა და რეზუსის შეუთავსებლობა.
ცდ ხშირ შემთხვევაში შეიძლება გამოწვეული იყოს ნაადრევი მშობიარობით, ახალშობილის ასფიქსიით და სამშობიარო ტრავმით. ახალშობილის ძალიან მცირე წონის (დღენაკლულობა) დროს დაავადების განვითარების საშიშროება დიდია. მშობიარობის შემდგომ თავის ტვინის დაზიანების მიზეზი შეიძლება იყოს თავის ქალის ტრავმა ან ინფექცია,მაგალითათ მენენგიტი.

ცერებრალური დამბლის ფორმები

ცერებრალური დამბლის კლასიფიკაცია ხდება იმისდა მიხედვით, თუ რამდენადაა დარღვეული მოძრაობის ფუნქციები და რამდენად არის გავრცელებული ეს დარღვევები. გამოყოფენ მოძრაობის დარღვევის ხუთ ტიპს:
სპასტიური - კუნთების ტონუსის მომატება,რომლის გამოვლინებაც მცირდება განმეორებითი მოძრაობებით;
ატეტოზი - მუდმივი უნებლიე მოძრაობები;
რიგიდული - მკვრივი, დაჭიმული კუნთები, რომელიც მუდმივად ეწინააღმდეგება პასიურ მოძრაობებს
ატაქსია - წონასწორობის დარღვევა ხშირი წაქცევებით;
კიდურების (კანკალი) ტრემორი
დაახლოებით დაავადების 85% შეადგენს სპასტიური ან ატეტოიდური ტიპის დარღვევები.

სიმპტომების ლოკალიზაციის მიხედვით გამოყოფენ შემდეგ ფორმებს:

მონოპარეზი (ერთი კიდურის ჩათრევით)
ჰემიპარეზი ( სხეულის ერთი მხარის ზედა და ქვედა კიდურის მთლიანი ან ნაწილობრივი ჩათრევით)
პარაპარეზი (ზედა ორივე ან ქვედა ორივე კიდურის ჩათრევით)
ტეტრაპარეზი (ოთხივე კიდურის ნაწილობრივი ან მთლიანი ჩათრევით)
ატონიურ-ასტატისებური ფორმა (სხეულის დამოურჩილებლობა)შერეული
ჰიპერკინეტიკური ფორმა და სხვა.

ცერებრალური დამბლის მკურნალობა

მშობლებმა , რომელთა შვილებიც დაავადებულები არიან ცერებრალურ დამბლით, არასოდეს არ უნდა ჩამოუშვან ხელები.თანამედროვე მედიცინის დახმარებით და სათანადო სარეაბილიტაციო პროცედურების ჩატარებით, შესაძლებელია პაციენტის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
ბავშვებს ენიშნებათ სამკურნალო მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპია და სხვა აუცილებელი სარეაბილიტაციო პროცედურები და მკურნალობა. მკურნალობა ხანგრძლივია და საჭიროებს ბავშვთან მუდმივ მუშაობას.


www.sanni.ge